14-15 აგვისტოს რაჭაში, შოვში მუსიკალური ფესტივალი ROKVA გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან გერმანული დუეტი Lebanon Hanover, უკრაინული ფოლკ კვარტეტი DakhaBrakha, ასევე ქართველი არტისტები - ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რეტიანი, სალომე კორკოტაშვილის პროექტი Salio და სხვები. ასევე, სცენაზე წარდგებიან დიჯეები: Yanamaste, NDRX, FREDDY K, ZESKNEL, ETAPP KYLE და სხვები.
ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე იქნება ბარები, საკვები ობიექტები და საკარვე ზონა.
ბილეთების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.