აშშ-რუსეთი

რიში: პუტინს მოლაპარაკებები არ სჭირდება, შეუძლია უყუროს, როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

ჯეიმს რიში

აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა რუსეთის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა.

"Nord Stream 2-ის პროექტისთვის სანქციების არ დაწესება, საქართველოსა და უკრაინას NATO-ს სამიტზე დამკვირვებლებად არ მიწვევა, ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსანი ბირთვული რაკეტების და სახმელეთო ბაზირების ბირთვული იარაღის საკითხში - პუტინს მოლაპარაკებები არ სჭირდება, შეუძლია, უბრალოდ უყუროს, როგორ იშოშმინებს აშშ საკუთარ თავს." – წერს სენატორი Twitter-ზე.

აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე მომუშავე კომპანიას, Nord Stream 2 AG-ს, მის აღმასრულებელ დირექტორს, აღმოსავლეთ გერმანიიდან ყოფილი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერს, მათიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. ბაიდენის განმარტებით, Nord Stream 2 თითქმის უკვე დამთავრებულია და მასზე სანქციების დაწესება ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობას ავნებდა.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუარესებული. დაძაბული ურთიერთობების ფონზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.

კომენტარები