ისრაელი

ჰამასი რისხვის დღეს აცხადებს, თუკი იერუსალიმში ებრაელები დროშის მსვლელობას ჩაატარებენ

ჰამასი იერუსალიმში მცხოვრებ პალესტინელებს "რისხვის დღის" ჩატარებისკენ მოუწოდებს, თუკი ქალაქში ებრაელები ისრაელის დროშის მსვლელობას მოაწყობენ. 

15 მაისს ებრაელი ნაციონალისტები იერუსალიმში დროშის მსვლელობის ჩატარებას აპირებენ. თავდაპირველად მსვლელობა 2021 წლის 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მათ პროცესიას მიმართულების შესვლა და პალესტინელთა დასახლებისთვის გვერდის ავლა მოუწიათ, მოვლენებს კი ჰამასის სარაკეტო თავდასხმები მოჰყვა, რაც 11 დღე გაგრძელდა. დროშის დღე 1967 წელს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილის ისრაელის მიერ დაბრუნებასთან დაკავშირებით აღინიშნება.

"დაე, მომდევნო სამშაბათი იყოს მობილიზაციისა და ალ-აკსას მეჩეთთან კავშირის დღე. და ეს იყოს რისხვისა და წინააღმდეგობის დღე ოკუპანტის წინააღმდეგ". – გამოაცხადა ტერორისტულმა დაჯგუფებამ 13 ივნისს.

პალესტინელებს აგრესიული ქმედებებისკენ დაჯგუფება ისლამური ჯიჰადიც მოუწოდებს. 

ამას გარდა, ისრაელის მთავრობას ვითარების დაძაბვის შესახებ აფრთხილებს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მყოფი პალესტინური მთავრობაც. 

მობილიზებულია ისრაელის თავდაცვის ძალები და პოლიცია. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ მსვლელობის რა გზას აირჩევენ ებრაელი ნაციონალისტები და მივლენ თუ არა ძველი ქალაქის კედლებთან პალესტინელთა დასახლების გავლით.

მსვლელობა ისრაელის ახლადფორმირებული მთავრობისთვის პირველი გამოცდაა.

კომენტარები