კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარდაცვალების ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა

[...] არ უარვყოფ, რომ გარდაცვალების რიცხვი მაღალია, ჩვენ პიკი გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და პიკის შემდეგ, 2-3 კვირის შემდეგ ხდება გარდაცვალების რიცხვის ზრდა. ამიტომ, ახლა, ამ ინდიკატორითაც, დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ – 5 083.

კომენტარები