ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: ქვეყნის ვალი ₾31.57 მლრდ-ია, აუთვისებლობის გამო ₾17.5 მლნ-ის გადახდა მოგვიწია

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით დადგენილ კრიტიკულ ზღვარს – ეკონომიკის მოცულობის (მშპ) 60%-ს გადასცდა.

სახელმწიფო წლიდან წლამდე სესხად აღებული თანხების დახარჯვას და ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს და ამასთან, პროცენტთან ერთად აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდა უწევს. შესაბამისად, საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია.

"გამოდის, უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები