კორონავირუსი და შეზღუდვები

მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების გაგრძელება კიდევ 6 თვით იგეგმება

შსს

მთავრობისთვის პანდემიის გამო შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესების უფლებამოსილების გაგრძელება კიდევ 6 თვით, 2022 წლის 1 იანვრამდე იგეგმება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი 14 ივნისს ბიუროს სხდომაზე განიხილავს. 

ინიციატორები განმარტავენ, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია, გაგრძელდეს საკანონმდებლო ნორმების მოქმედების ვადა. 

კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როდესაც მთავრობას დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან კანონს არსებული რედაქციით მოქმედების ვადა გასდის.

საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

კომენტარები