კორონავირუსი საქართველოში

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. 

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით: 

  • კომენდანტის საათი საღამოს 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება და 05:00 საათამდე გაგრძელდება. იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის, 31 დეკემბრის ღამე და შობის - 6 იანვრის ღამე. 
  • იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა 
  • რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გადადიდან მიტანის სერვისზე ( Take Away, Drive, დელივერი) 
  • ფიტნეს დარბაზები და აუზები მუშაობას აჩერებენ. 
  • იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. 
  • ჩერდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა. 

დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე, - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები: 

  • თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება  
  •  სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში 
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები 
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე 
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას 

სათხილამურო კურორტებზე: 

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად 
  • ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება 

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში: 

  • შეზღუდვა არ იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებზე, ღია და დახურულ ბაზრობებზე 
  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 

3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში: 

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები 
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში 
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისადა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა 

16-დან 31 იანვრის ჩათვლით: 

  • ქვეყანაში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა) 
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ შეეხება: 

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას
  • დელივერსა და გატანის სერვისებს
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას
  • არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

კომენტარები