ქურდობა

შსს: iPlus-ის გაქურდვის ბრალდებით 17 წლის გ.რ. შიდა ქართლში დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია iPlus-ის ქურდობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული გ.რ. შიდა ქართლში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია აიპლუსის ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა". – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები