შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო". - წერს უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




