ავტოავარია

ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა – დაშავდა 5 ადამიანი

ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი დისტრიბუციის სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები