ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის ბიუჯეტი 30.7 მილიონი ლარით განისაზღვრა

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი არ იცვლება და  53.7 მილიონ ლარს შეადგენს.

"2022 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30.7 მილიონი ლარის,  ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი – 17.589 მილიონი ლარის ოდენობით". – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს  საქართველოს მთავრობას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

კომენტარები