ახალი რეკორდი

სამხრეთაფრიკელმა ქალმა ათი შვილი გააჩინა

BBC

37 წლის სამხრეთაფრიკელმა ქალმა, გოსიამე თამარა სიტოლემ, 10 ბავშვი გააჩინა. ინფორმაცია გამოცემა BBC-ის სამხრეთ აფრიკის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს.

"შვიდი ბიჭი და სამი გოგო შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციური მომენტია, მეტს ვერაფერს ვიტყვი". – ამბობს მამა, ტებოჰო ტსოტესი.

მშობლების თქმით, ექოსკოპიაზე მხოლოდ 8 ბავშვი ჩანდა. წყვილს სულ 12 შვილი ჰყავს, 6 წლის წინ გოსიამეს და ტებოჰოს ტყუპები შეეძინათ.

სავარაუდოდ, სიტოლე მსოფლიო რეკორდსმენია. ერთი თვის წინ აფრიკის კონტინენტს კიდევ ერთი მრავალშვილიანი დედა შეემატა, 25 წლის მალელმა ჰალიმა სისემ 9 ბავშვი გააჩინა.

 

კომენტარები