აბასთუმანი

აბასთუმნის ტყეში მეორე დღეა, 7 ადამიანს ეძებენ

აბასთუმნის ტყეში უკვე მეორე დღეა, 7 ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ტყეში სალაშქროდ წავიდნენ და გზა აებნათ.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ძებნა ასევე მიმდინარეობს დრონების საშუალებითაც.

"როგორც მე ვიცი, 4-ში უნდა გამოსულიყვნენ, შეიძლება ნისლი იყო და ვერ გამოიგნეს. ბილიკები ბევრ ადგილას იყოფა და შეიძლება არასწორ ბილიკს გაყვნენ". – თქვა აბასთუმანში ადიგენის მერის წარმომადგენელმა, ვასილ მეგენეიშვილმა ფორმულასთან საუბარში.

კომენტარები