უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტს ოლიგარქების რეესტრის შექმნა სურს, რეესტრში პეტრო პოროშენკოს შეიყვანენ

ვოლოდიმირ ზელენსკი/პეტრო პოროშენკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლიგარქების რეესტრის შექმნაზე პარლამენტში კანონპროექტში შეიტანა. რეესტრში შეიყვანენ მსხვილი ქონების მფლობელებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი და გავლენა აქვთ მედიაზე.

უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა აღნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშეკნოს ოლიგარქთა რეესტრში კანონის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ შეიყვანენ. 

მალიუსკას თქმით, პოროშენკოს რეესტრში ავტომატურად შეიყვანენ, ვინაიდან ის პარტია ევროპული სოლიდარობის თავმჯდომარე და რადას დეპუტატია. იუსტიციის მინისტრმა ასევე თქვა, რომ რეესტრში მოხვდებოდა ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი.

ზელენსკის კანონპროექტის ფარგლებში, ოლიგარქებს აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და მსხვილი სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციაში მონაწილეობა. ხოლო მაღალჩინოსნებს ოლიგარქებთან კონტაქტების ახსნა მოუწევთ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, კანონპროექტი ოლიგარქების რეესტრის შესახებ ქვეყანაში "ოლიგარქიული სისტემის ლიკვიდაციისთვის" არის საჭირო. სავარაუდოდ, დოკუმენტი დროებითი იქნება და მისი მოქმედება 10 წლით იქნება შეზღუდული. მოგვიანებით ამ კანონპროექტზე დაყრდნობით იგეგმება შემუშავდეს ანტიმონოპოლიური ნორმები, კანონი ლობიზმზე და სხვა სამართლებრივი აქტები მსხვილი ბიზნესის რეგულაციისთვის.

კომენტარები