ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიის 500-ეულს დაუბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

დღეს, 2 ივნისს საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიას დაუბრუნდა და მე-500 ადგილი დაიკავა. მისი ქონება  $5.92 მილიარდს შეადგენს. 

გუშინ, ბიძინა ივანიშვილი $5.92 მილიარდით Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა. 

Bloomberg-ის რეიტინგში მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანი შედის.

Bloomberg-ისგან განსხვავებით, Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებს და ის მსოფლიო რეიტინგში 589-ე ადგილს იკავებს. 

ივანიშვილმა 2020 წლის იანვარში თქვა, რომ ის თავისი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებს, ქონების უდიდეს ნაწილს კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. 

"მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის". – თქვა ივანიშვილმა.

მიუხედავად ამისა, Forbes-ი და Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას ისევ 4 მილიარდზე მეტად აფასებენ.   
 

კომენტარები