საქართველო-უკრაინა

დენის შმიგალი: იმედი გვაქვს ყირიმის პლატფორმის ფარგლებში საქართველოსთან ვითანამშრომლებთ

რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს ასოცირებული ტრიო, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს ევროკავშირის წევრობაზე, ასევე, წლევანდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის უკეთესად მომზადების შანსი გვიჩნდება. ეს არის ყურადღების მეტად გამახვილება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე .

შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების გამო, უკრაინასა და საქართველოს უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობა უწევთ, მათ შორის NATO-ს ქვეყნების ჩართულობით. 

ჩვენ საქართველოს მადლიერები ვართ და ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებასა და დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობას.

იმედი გვაქვს, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ არის მიმართული. 

ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

ბატონ პრემიერმინისტრთან მოლაპარაკების დროს დავადასტურე, რომ  უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის მეთაური, დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განვითარდეს ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული ვიზიტის შემდეგ.

კომენტარები