ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე: შესაძლოა დაიწყოს ადგილზე რეგისტრაციის სისტემა ასაცრელად

წინასწარი რეგისტრაციაც, რომელიც დღემდე მუშაობს და ასე იწყებდა ყველა ქვეყანა წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით აცრებს, შესაძლოა, უკვე ადგილზე რეგისტრაციის სისტემა იყოს, როდესაც ვაქცინები ბევრია. ცოტა შეიძლება დანაკარგი იყო. საუბარია მრავალდოზიან ვაქცინებზე. მოგეხსენებათ, ფაიზერი ექვსდოზიანია, ასტრაზენეკა - ათდოზიანი, ჩინურები ამ მხრივ არის უფრო ადვილი, რადგან ერთდოზიან დაფასოებაშია და უფრო მარტივია მოხმარება, ვნახოთ. ყველანაირი მეთოდი, რაც არის მსოფლიოში, ჩვენთანაც დაინერგება

თქვა ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები