მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: გახარიასგან ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები, ვისაც აქ ფული ჩაადებინა

"ანაკლიის პორტის ინვესტორები!!

- ამერიკული Conti Group

- ამერიკული SSA Marine

- ჰოლანდიური Van Oord

- ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი)

- ბულგარეთში რეგისტრირებული G Star

- ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერი

TBC ჰოლდინგი - საქართველო

EBRD ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი

OPIC აშშ საინვესტიციო ბანკი

ADB აზიის განვითარების ბანკი

AIIB აზიის ინფრასტრუქტურის

საინვესტიციო ბანკი.

ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი!

ამათ დღეს გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა.

ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა...

როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერმინისტრმა.

P.S. სია თუ არა ერთი ინვესტიცია დაასახელოს.."

მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ანაკლიის პორტის ინვესტორებს უხარისხო უწოდა.

კომენტარები