რეკლამა

® SHOP69 – ქართველი ცოლ-ქმრის სექსშოპი მრავალფეროვანი არჩევანით

ონლაინ სექსშოპი Shop69.ge ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. სტარტაპი ქართველმა ცოლ-ქმარმა წამოიწყო და ამჟამად 6 ადამიანია დასაქმებული. 

საიტი სხვადასხვა კატეგორიად არის დაყოფილი. სექსშოპი, საგანმანათლებლო სტატიები, სათამაშოები და სხვა. ასევე, აქვთ YouTube არხი სადაც პროდუქციებს განიხილავენ. 

Shop 69.ge-ზე შეგიძლიათ სათამაშო ბანქო შეიძინოთ, რომელიც 3 ნაწილად არის გამოშვებული: თითო კარტში არის 36 პოზა და საერთო ჯამში 108 პოზა. სამივე კარტს აქვს თამაშის იგივე წესი და 1 კარტიც საკმარისია სათამაშოდ. სხვაობა მხოლოდ დიზაინში და კარტზე ილუსტრირებულ პოზებშია. 

"ასევე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროდუქციის წარმოებას, რომელიც ერთადერთი იქნება საქართველოში, დაახლოებით 3 კვირაში უკვე უნდა იხილოს დღის სინათლე. 

საინტერესო ფაქტი ის არის რომ, ჩვენი მიდგომებით შეგვიძლია ვთქვათ, შევცვალეთ საზოგადოების იმ ნაწილის აზროვნება რომლებმაც ამ პერიოდის მანძილზე გაიგო ჩვენს შესახებ. ეს აღმოვაჩინეთ ჩვენდა უნებურად და მოგიყვებით რა გვაძლევს ამის ფიქრის მიზეზს:

გვაქვს ანონიმური და ბრენდირებული შეფუთვა, შარშან დეკემბრამდე შეკვეთების 90% იყო ანონიმური შეფუთვით მოთხოვნილი, სადაც არ ჩანს არანაირი ინფორმაცია პროდუქტის ან მაღაზიის შესახებ. 

დეკემბრის მერე აღმოვაჩინეთ რომ შეკვეთების 80% გახდა ბრენდირებული შეფუთვის, ეს იმას ნიშნავს რომ: 1. აღარ ერიდებათ პროდუქციის შეძენა, 2. მოწონთ როცა ჩვენი ბრენდის შეფუთვით მიდის პროდუქცია. ასე რომ იმის გარდა რომ უბრალოდ მაღაზია ვართ, ვთვლით, რომ რაღაც წვლილი შეგვაქვს საზოგადოების მენტალურ ცვლილებაშიც".- აცხადებენ დამფუძნებლები.

ასევე, საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ყოველდღიური ტყავის აქსესუარები (ჰარნესები), ასევე, თეთრეული და საზაფხულოდ საცურაო კოსტუმების კატეგორია ძალიან ლამაზი მოდელებით და ახალი კოლექციებიც გზაშია.

კომენტარები