პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: თუ ნაცმოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საპარლამენტო ჯგუფებში ვერ იმუშავებს

თუ ნაცმოძრაობა მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

კომენტარები