შსს

შსს: დიღომში, ნასვამი მძღოლი ავტობუსს დაეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, დიღომში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ ადგილიდან მიმალვა სცადა.

უწყების ინფორმაციით მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ის უკვე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები