კორონავირუსი და შეზღუდვები

ცერცვაძე: პირბადის ტარების მოთხოვნა კიდევ დიდხანს დარჩება

ორი რამ - მასობრივი ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება - ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც.

IPN-ს ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები