მრავალწლიანი გამოცდის შემდეგ, Facebook-სა და Instagram-ზე მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია ემატება.
Instagram-ზე ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დაიმალება საკუთარი მოწონებების სტატისტიკა, ასევე შეუძლებელი იქნება სხვების პოსტებზე არსებული ლაიკების რაოდენობის ნახვაც.
Facebook-ის მომხმარებლებს კი შეეძლებათ არჩევანის გაკეთება: დამალონ მხოლოდ საკუთარი მოწონებები თუ სრულად გათიშონ ლაიკების ნახვის ფუნქცია.
აღნიშნული ფუნქცია მომდევნო დღეები მსოფლიოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე შეუძლია მოწონებების დამალვის გააქტიურება, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook-ზეც.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, განახლების მთავარი მიზანი სოციალური პლატფორმის მომხმარებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა.
მოწონების დამალვის ფუნქციის გასააქტიურებლად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
Facebook ⇒ Settings & Privacy ⇒ Settings ⇒ Reaction Counts.

Instagram ⇒ Settings ⇒ Privacy ⇒ Posts ⇒ Hide Like and View Counts.

მომხმარებლების ნაწილისთვის აღნიშნული ფუნქცია ჯერაც არ არის ხელმისაწვდომი.