რუსეთი

Open Russia რუსეთში საქმიანობას შეწყვეტს

მიხაილ ხოდორკოვსკი

კრემლის კრიტიკოსის მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული ოპოზიციური ჯგუფის, Open Russia-ს ბორდის წევრების გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია რუსეთში საქმიანობას შეწყვეტს. 

მათივე თქმით, გადაწყვეტილება არასასურველი ორგანიზაციების მიზანში ამომღები კანონმდებლობის გამო, მათი მხარდამჭერების დაცვის მიზნით მიიღეს. 

ორგანიზაციის ოფისში რეიდი არაერთხელ ჩაუტარებიათ და მისი წევრებიც არაერთხელ დაუკავებიათ.  ჯგუფს "ღია რუსეთი" მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს. 

4 მაისს რუსეთის დუმის დეპუტატების ჯგუფმა ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. პირველი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რუს მოქალაქეებს და სამართლებრივ დაწესებულებებს მთელ მსოფლიოში "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. აქამდე ეს მხოლოდ რუსეთს ეხებოდა. ამავე კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციას "არასასურველის" სტატუსს მიანიჭებენ იმ შემთხვევაში, თუ ის შავ სიაში მყოფ ჯგუფს ფულის გადარიცხვაში დაეხმარება.

მეორე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, რუსეთში "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში ჩართვის გამო სისხლისსამართლებრივი სასჯელი მკაცრდება.

კომენტარები