საქართველო-პოლონეთი

სალომე ზურაბიშვილი: პოლონეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდებას

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა მას დაჰპირდა, რომ ვაქცინებით დახმარების სიტყვიერი შეთანხმების შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება. 

"ასევე მოვისმინე პოლონეთის პრეზიდენტის დაპირება, რომ ვაქცინების შესახებ არსებული სიტყვიერი შეთანხმების შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება. პოლონეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოს მოაწოდოს ის რაოდენობა, რაზეც შევთანხმდით". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები