პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას რეპრესიისა და ტერორის დროს საქართველოს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს.
"მადლობა პრეზიდენტო ანდჟეი დუდა, პირადად და ქართველი ერის სახელით, საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი რეპრესიისა და ტერორის ასეთ ბნელ წუთებში. გვჯერა, რომ თქვენი დამხარებით, ქართველები გავიმარჯვებთ და ჩვენი საზიარო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს". - წერს ზურაბიშვილი.