ტურიზმი

7 ივნისიდან პოლონეთის ავიახაზები ბათუმი-ვარშავის რეისებს შეასრულებს

7 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ ფრენებს ვარშავა - ბათუმი - ვარშავას მიმართულებითაც შეასრულებს. ამჟამად, პოლონეთის ავიახაზები მხოლოდ თბილისი-ვარშავის რეისზე დაფრინავს. 

7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე ვარშავა-ბათუმი-ვარშავის ავიარეისები ყოველ ორშაბათს შესრულდება.

LOT AIRLINES-ის გარდა, პოლონეთიდან საქართველოში Wizzair-იც დაფრინავს მიმართულებით, მაისის ბოლოს კი, რეისები  ვარშავისა და გდანსკის მიმართულებითაც აღდგება.

კომენტარები