რუსეთი

რუს პროკურორს ერთნაირსქესიანი ადამიანების კოცნის გამო D&G-ს რეკლამების აკრძალვა უნდა

რუსი დეპუტატის საჩივრის შემდეგ რუსმა პროკურორმა Dolce & Gabbana-ს Instagram-ის რეკლამების აკრძალვა მოითხოვა, სადაც ნაჩვენებია ქალების და კაცების კოცნა.

სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მმართველი, ერთიანი რუსეთის პარტიიდან დუმის დეპუტატმა, მიხაილ რომანოვმა წარადგინა საჩივარი @dolcegabbana-ზე განთავსებული რეკლამების შესახებ.

ვიდეოები ვალენტინობის დღის აღსანიშნავად იტალიური მოდის სახლის გლობალური კამპანიის "სიყვარული სიყვარულია"-ს ნაწილია.

რუსეთში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა დაშვებულია, თუმცა 2013 წელს მიღებული კანონი კრძალავს ახალგაზრდა რუსების წინააღმდეგ "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას". 

14 მაისს პროკურორმა Dolce & Gabbana-ს Instagram-ის ერთ-ერთ რეკლამის წინააღმდეგ, რომელშიც ნაჩვენებია ორი ქალის კოცნა, სარჩელი შეიტანა, რათა ეს რეკლამა რუსეთში აიკრძალოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეო შეიცავს ინფორმაციას, რაც "უარყოფს ოჯახის ღირებულებებს და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას ეწევა".

24 მაისს პროკურორმა Dolce & Gabbana-ს Instagram-ის მეორე რეკლამის აკრძალვაც მოითხოვა, სადაც ორი კაცის კოცნა ჩანს. 

მათივე განცხადებით, საქმეზე პროგრესი ჯერჯერობით არ ყოფილა, რადგან გარკვეული ადმინისტრაციული მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებიათ, მათ შორის სარჩელის მხარდამჭერი დოკუმენტები. 

საქმეზე ინფორმაცია 7 ივნისს განახლდება.

კომენტარები