თბილისის მეტრო

მეტროს სადგურებ ვაჟა-ფშაველასა და სახელმწიფო უნივერსიტეტზე მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურებმა  – ვაჟა-ფშაველამ და სახელმწიფო უნივერსიტეტმა მგზავრთა მომსახურება განაახლეს.

24 მაისის დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო აღნიშნული სადგურები დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან დელისამდე და პირიქით.

კომენტარები