თბილისის მეტრო

მეტროს სადგურები ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი მგზავრებს ხარვეზის გამო ვერ იღებს

თბილისის მერია

მეტროს სადგურები ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს ვერ იღებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან დელისამდე და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები