აივ ინფექცია

ბილი პორტერი: 14 წელია, აივ ინფექციას ვებრძვი, ამ დრომდე ჩუმად ვიყავი

BBC

სერიალ Pose-ში მთავარი როლის შემსრულებელმა, ბილი პორტერმა საზოგადოებას გაანდო, რომ 2007 წლიდან მოყოლებული აივ ინფექციას ებრძვის.

"14 წელია, აივ ინფექციას ვებრძვი, ამ დრომდე ჩუმად ვიყავი. წლების განმავლობაში მიჭირდა ამ თემაზე საუბარი, საზოგადოებაში აივ ინფექცია სირცხვილად ითვლებოდა და მეც მრცხვენოდა. გარდა ამისა, რელიგიურ ოჯახში აღვიზარდე, საიდანაც მე მოვდივარ, იქ, აივ ინფექციას, როგორც ღვთის სასჯელს უყურებენ. მე გადავრჩი, იმისათვის რომ ჩემი ისტორია გავუზიარო სამყაროს, ავიმაღლო ხმა. გაზრდისა და წინსვლის დროა, სირცხვილი დამანგრეველი ძალაა და თუ არ ვებრძოლეთ, ყველაფერს გაანადგურებს". – ამბობს მსახიობი.

პორტერის კარიერა ბროდვეიზე დაიწყო. პირველი დიდი წარმატება 2013 წელს მიუზიკლ Kinky Boots-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა, პორტერს როლისთვის უმაღლესი თეატრალური ჯილდო, ტონი გადაეცა. ერთი წლის შემდეგ იმავე სპექტაკლში შესრულებული სიმღერისთვის პორტერმა გრემი მიიღო. 2019 წლიდან ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს სერიალში Pose, პრეი ტელის როლმა მსახიობს ემი და ოქროს გლობუსი მოუტანა.

ბილი პორტერი პირველი ღიად LGBTQ შავკანიანი ადამიანია, რომელმაც ემის მთავარ კატეგორიაში ნომინაცია და ჯილდო მიიღო.

 

კომენტარები