საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 209 ტესტი, საიდანაც დადასტურდა 1 160 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 1 302 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.32%, ბოლო 14 დღის - 4.58%, ხოლო ბოლო 7 დღის - 3.98%.
ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან თბილისში 588 გამოვლინდა, აჭარაში - 86, იმერეთში - 113, ქვემო ქართლში - 80, შიდა ქართლში - 53, გურიაში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 110, კახეთში - 51, მცხეთა-მთიანეთში - 21, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც 4 243 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 669 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 10 493 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 918 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პაციენტი.
19 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 333 601 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 313 651 გამოჯანმრთელდა, 4 519 კი გარდაიცვალა.





