სარეკლამო შემოსავლები

ქართული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები პირველ კვარტალში – იხილეთ სია

Netgazeti.ge

საქართველოს კომუნიკაციების კომისია ქართული სატელევიზიო არხებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს.

2021 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა ტელეკომპანია პირველს, სილქნეტს, ფორმულას და სხვებს ჰქონდათ, ხოლო ტელეიმედის, რუსთავი 2-ის, მთავარი არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.

2021 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებული ჯამური სარეკლამო შემოსავლები ასე ნაწილდება:

  1. ტელეიმედი – 5.3 მილიონი ლარი

  2. რუსთავი 2 – 2.0 მილიონი ლარი

  3. მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი

  4. ტვ პირველი – 1.2 მილიონი ლარი

  5. სილქნეტი – 0.8 მილიონი ლარი

  6. ფორმულა – 0.7 მილიონი ლარი

  7. PostTV - 0.7 მილიონი ლარი

კომენტარები