კორონავირუსი საქართველოში

22 მაისიდან რესტორნებს შეუძლიათ, ღია სივრცეში სტუმრები შაბათ-კვირასაც მიიღონ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს შეუძლიათ, სტუმრები შაბათ-კვირასაც მიიღონ, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეში. რეგულაცია 22 მაისიდანვე შემსუბუქდება. 

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემსუბუქდება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც და ე.წ კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. 

კომენტარები