კორონავირუსი და შეზღუდვები

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“. -ამბობს გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან ერთად, რესტორნებს შეეძლებათ სტუმრები შაბათ-კვირასაც მიიღონ, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეში. რეგულაცია 22 მაისიდანვე შემსუბუქდება.  

კომენტარები