ვაქცინაცია საქართველოში

NCDC: ვაქცინაზე რეგისტრაციის გვერდზე დროებითი შეფერხებაა, არავინ დარჩება II დოზის გარეშე

iStock

"დროებითი ტექნიკური შეფერხებაა რეგისტრაციის ვებგვერდზე, რომელზეც მუშაობენ და მალე გასწორდება". – ამის შესახებ NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი თანამშრომელი, ანა კასრაძე, Facebook-ზე წერს.

"არავინ დარჩება მისთვის განკუთვნილი მეორე დოზის გარეშე, შესაბამისად, სანერვიულო არაფერია". – აღნიშნავს ის.

სპეციალურ განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც და შექმნილ ტექნიკურ პრობლემას "დროებითს" და "წინასწარ გაუთვალისწინებელს უწოდებს".

12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. ასევე, გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი, სინოფარმის ვაქცინა იმავე ქალაქსა და კლინიკაში გაიკეთოთ, სადაც პირველი დოზა მიიღეთ. შესაბამისად, მათ, ვინც პირველი დოზა რეგიონებში გაიკეთა, ახლა შეუძლია, დედაქალაქში დარეგისტრირდეს და პირიქით. 

კომენტარები