პოლიტიკური კრიზისი

მელია: იმ დღეს, როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, საქმის კურსში მე არ ვიყავი

კონსულტაციები ჩემთან მეტ-ნაკლებად იყო შესაძლებელი სატელეფონო ზარების მეშვეობით, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ გვერდით ოთახში გასულიყვნენ და დაერეკათ ჩემთვის. უშუალოდ იმ დღეს, როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, საქმის კურსში მე არ ვიყავი. 

რაც მოხდა, როგორც მოხდა, ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის მიუღებელი, მოხდა ეს და მე ვფიქრობ, რომ ის ნაწილი ოპოზიციის, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არ შეიძლება, რომ იმ პლატფორმაზე ბრძოლის, რომელზეც ისინი შევიდნენ, მარტო დავტოვოთ.

უნდა ვიმსჯელოთ პარტიაში, უნდა ვიმსჯელოთ მოკავშირეებთან, ყველასთან, მაგრამ მიფიქრია ხო, რომ თუ პარტია პარლამენტში არ შევა და ამის აბსოლუტურად მაღალი ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, რადგან არჩევნები გაყალბებულია, ამას არავინ უარყოფს. ჩემი აზრით, თუ ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ ნაწილი ოპოზიციის არის პარლამენტს გარეთ, რაც ლეგიტიმურია და მეორე ნაწილი შიგნით, გარდაუვალია კონფლიქტი ამ ძალებს შორის, რაც ვის აწყობს? აწყობს ივანიშვილის რეჟიმს. ნიშნის მოგებით საუბარი უნდა შევწყვიტოთ...

ამბობს ნაციონალური მოძრობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და ქართულმა ოცნების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებული შეთანხმების ხელის მოწერაზე. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები