ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, აცრისთვის თბილისიდან წასვლა არ სჭირდებოდეთ

45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.

მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი, წესით და რიგით, უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

კომენტარები