თავისთავად საქართველოში კოვიდპასპორტი მიეცემა ყველას, როცა დამტკიცდება ეს პასპორტი და დღეს პირველი განხილვა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში ამ კოვიდპასპორტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, იქ შევა ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმიც და ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება ადმინისტრირებული ამ წლის განმავლობაში.
დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია სინოფარმით, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია