ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე: ზოგი აცრილი გათამამდა, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ

ზოგი ამბობს ტესტიო, რათ უნდა ტესტი, ამიხსნას ერთი ვინმემ, ხო შეიძლება ცოტა საფუძველი ჰქონდეს ამას, ტესტი რატო უნდა გაიკეთო აცრის წინ. სხვათა შორის, აი ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ, ჩვენ გვაქვს უკვე შემთხვევები, როცა პირველი აცრის მერე ადამიანი გახდა ავად, იყო ასეთი. ვიღაცა, ინკუბაციურ პერიოდში იყო, ვთქვათ,  როდესაც აიცრა... სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ.

აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ამ ადამიანებმაც კი ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და [დაავადება] უფრო მსუბუქად წავა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები