ჩემპიონთა ლიგა 2021

9-წლიანი პაუზის შემდეგ, ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

9-წლიანი პაუზის შემდეგ, ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ჩელსისა და მადრიდის რეალს შორის ნახევარფინალური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც ლონდონელებმა მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით 2-0, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში 3-1 გამოვიდა.

უკანასკნელად ლონდონის ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2012 წელს ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსი მეორე ინგლისურ გუნდს - მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში პარის სენჟერმენი ანგარიშით 2-0, ორი მატჩის ჯამში კი 4-1-ით დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს სტამბულში გაიმართება.

კომენტარები