ისრაელელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა სპერმის პარამეტრებს არ აზიანებს.
მკვლევრებმა 43 მოხალისისგან სპერმის ნიმუშები აიღეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრის შედეგ ერთი თვის შემდეგ.
აცრის შემდეგ მათ სპერმაში არცერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია ან მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
მკვლევრების თქმით, კვლევის წინასწარი შედეგები მამაკაცებისთვის დამამშვიდებელია: "ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციით წყვილებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ, უნდა აიცრან, რადგან აცრა სპერმაზე გავლენას არ ახდენს, ხოლო კორონავირუსის ინფექცია სპერმას ვნებს".

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



