კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: გაიზარდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, 70%-ია გუშინდელი მონაცემებით

ის რეგულაციები, რაც არის უნდა აღსრულდეს და ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი ექნება. კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი – 70% დააფიქსირა ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტმა გუშინდელი მონაცემებით, რაც იმედისმომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ბიზნეს გარემოში წესების დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ისევ და ისევ სოციალური თავყრილობებისგან თავის შეკავება

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,05%-ია, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%.

კომენტარები