ინფლაცია

აპრილში ჯანდაცვა 13.8%-ით გაძვირდა

REUTERS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%ით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1%) ქვეჯგუფებზე.

წყარო: საქსტატი

 

კომენტარები