ზუგდიდი

ზუგდიდში, ელექტროანძაზე ასული ახალგაზრდა კაცი უვნებლად ჩამოიყვანეს, დენის მიწოდება აღდგა

ლაივპრესი

ზუგდიდში, ელექტროანძაზე ასული ახალგაზრდა კაცი უვნებლად ჩამოიყვანეს. ტაბულას ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უდასტურებს. ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით გადაიყვანეს. 

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახლაგაზრდა კაცი ელექტროანძაზე ავიდა და თვითმკვლელობა სცადა. მასთან მოლაპარაკებებს მაშველები ერთი საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. 

ამის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის კი აღდგენილია. 

კომენტარები