ზუგდიდი

ზუგდიდში კაცი ელექტროანძაზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება, ქალაქის ნაწილს დენი შეუწყდა

რადიო ათინათი

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ელექტროანძაზე ახალგაზრდა კაცი ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.  

ადგილობრივი მედიის ცნობით,  კაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია და მასთან მაშველები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

ინციდენტის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

ტაბულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა და ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები