კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 476 ახალი შემთხვევა

VERGE

30 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შედეგად კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 791 ადამიანი. 

ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge გამოქვეყნდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 24, სამეგრელო  ზემო სვანეთი  104, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი  47, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამავდროულად, განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 27 895 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი Covid-19-ზე. 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.29%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში ეს რიცხვი 4.70%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 4.85%-ს. 

Covid-19-ის გამოვლენიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 310 310 შემთხვევა დადასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 290 767 ადამიანი. კორონავირუსის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 110 ადამიანი. 

ამ დროისთვის სულ 15 407 აქტიური შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 3 873 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 2 106, აჭარაში – 427, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობა აქვს 747 პაციენტს, მათ შორის თბილისში 362-ს, აჭარაში – 71, იმერეთში – 100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 150 ადამიანია. 

ამასთან 749 ადამიანი მკურნალობას Covid-სასტუმროებში აგრძელებს, 10 785 კი – საკუთარ ბინაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი. 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება. არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ "საყურადღებოა შემთხვევების მატების დინამიკა" და პროცესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს, როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან. 

კომენტარები