არჩევნები 2021

ვაშაძე: ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დიდი ალბათობით, თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება. ამის შესახებ მან ღამის კურიერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, თუ ენმ-მ ნიკა მელია შესთავაზა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატად, დაუჭერს თუ არა მას მხარს. 

"ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომლებიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია.

ხალხიც დაიღალა, 9 წლის მანძილზე ეს პოლარიზებული პროცესი არასწორია, მაგრამ მთავარია ახლა, რომ ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან და ამის მერე უფრო მეტად გვექნება ამაზე ღიად საუბრის შესაძლებლობა. კაცი ციხეშია, პოლიტპატიმარია და არასწორია ამაზე დეტალებში შევიდეთ". - ამბობს ვაშაძე. 

კომენტარები