საქართველოს ისრაელს ნუ შევადარებთ, ხომ? არაბთა გაერთიანებული ემირატების სიმდიდრე და საქართველოს სიმდიდრე ერთნაირი არ არის, ხომ? არაბთა გაერთიანებულ ემირატებში თუ ჩინური ვაქცინით იცრებიან ძალიან ფართოდ? უნგრეთში თუ იცრებიან ჩინური ვაქცინით ძალიან ფართოდ? სერბეთი, დაახლოებით, ჩვენნაირი ქვეყანაა, იქაც ჩინური ვაქცინით იცრებიან.
რატომ არის ეს აჟიოტაჟი, არ მესმის. ეს არის რეალობა, იცრები იმითი, რაც არის. ჩემი შვილი ჩინურ ვაქცინაზე ჩაეწერა, სხვათა შორის, ძლივს ჩაეწერა, იმიტომ, რომ ძალიან უცებ შეივსო უახლოესი დღეების ადგილები. მე საერთოდ ვერ ვხედავ, მთავარია, ვაქცინა იყოს. საწყალი არაბთა ემირატები, როცა არაბეთის ემირატების ემირები იცრებიან, პრემიერმინისტრი აიცრა ემირატების, სინოფარმით არა, მაგრამ ერდოღანი სინოვაკით აიცრა და საწყლებს არ ჰქონდათ კვლევების შედეგები და თავი გასწირეს, ხომ? კარგით, რა...