ჟურნალისტზე თავდასხმა

"ეს დიდი ბრძოლის მნიშვნელოვანი ეპიზოდია" – უცნობი სანაიას თავდამსხმელებს თავდებში უდგება

მთავარი

"ეს ბიჭები უნდა გამოვიხსნათ იმიტომ, რომ ზეგ წითელი პარასკევია და მაზეგ აღდგომა. პროფესორი ხალხი იკბინება, პოლიციელებს კბენს და გარეთ არიან გირაოთ" - ამბობს მომღერალი გია გაჩეჩილაძე(უცნობი) და ჟურნალისტ სანაიას საქმეზე დაჭერილების გათავისუფლებას ითხოვს.

"თუ ამის შემკვეთს ოდნავ დარჩენია გრძნობა, რომ არ გაწიროს ეს ბიჭები და თვითონაც შემოუერთდება ამ წამოწყებას, ძალიან კარგი იქნება". - მიმართავს უცნობი სანაიას

ამასთან ერთად, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ვატო შაქარაშვილთან ერთად  ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგება. ამ თემაზე აი ია-ს დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს.

"საზოგაოდება გაერთიანდა პოლიტმედია პატიმრების დასაცავად. სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტონული დოკუმენტი და უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები, უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან, მაშინ როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები, ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. ახალგაზრდა ბიჭები სასამაღთლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოცხადნენ და მათ გირაოზეც უარი ეთქვათ. 

ხვალ ხელმოწერებით მივალთ სასამართლო პროცესზე 12:00 საათზე და ადვოკატები დააყენებენ თავდებობის, ვფიქრობ ამ უპრეცედენტო შუამდგომლობას, როდესაც 2000 ზე მეტი ადამიანი უერთდება თავდებობას".- თქვა ვატო შაქარაშვილმა.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

 20 აპრილს უცნობმა აქცია დაანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად: "ერთადერთ რაღაცას, რასაც ვაპირებთ, ვაპირებთ მოსვლას, დგომას და, თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, აი, ასე მდუმარედ რა, სანამ ადამიანების გულებში არ აღიძრება სამართლიანობის მომენტი, რა".

უცნობი დაკავებულებს პოლიტპატიმრებად და მედიაპატიმრებად მოიხსენიებს.

კომენტარები